facebook    T: 598 944448 
1111 QA ტესტირების საფუძვლების თეორიულ-პრაქტიკული კურსის დაწყება დაგეგმილია 11 აპრილიდან. კურსი გრძელდება 1 თვის მანძილზე კვირაში 5 დღე, დღეში 2 საათიანი თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობით და სულ 40 საათი ხანგრძლივობით. კურსი მოიცავს QA ტესტირების ყველა საბაზისო საკითხს რაც ვებსაიტების შემუშავებისთვის და ტესტირებისთვის არის საჭირო. მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე Frontend კერძო კურსები ასევე შეგიძლიათ ჩაერთოთ ფეისბუქის Manual ტესტირების ჯგუფში. Manual ტესტირება QA ტესტირების საფუძვლების თეორიულ-პრაქტიკული კურსის დაწყება დაგეგმილია 3 აპრილიდან.
კონსპექტები
QA ტესტირება,  FRONTEND პროგრამირება
კონსპექტები მოიცავს ყველა იმ საკითხს, რისი შესწავლაც მოხდება კურსებზე
ზოგიერთი საკითხის კონსპექტი შემუშავების პროცესშია
1. Manual ტესტირება 2. საიტების სრული ტესტირება 3. ტესტირების მეთოდოლოგიები 4. საიტის ელემენტების ტესტირება 5. საიტების კლასიფიკაცია 6. საიტის შემუშავება, ანალიტიკა 7. ტექნიკური დავალება, დოკუმენტაცია 8. საიტების სტრუქტურა და სტილები 9. საიტების დიზაინი და ინტერფეისი 10. ლენდინგ საიტის პრინციპები 11. HTML, CSS, JS პროგრამირება 12. markup კოდის პრინციპები 13. საიტების SEO ოპტიმიზაცია 14. ინსტრუმენტები - DevTools 15. ინსტრუმენტები - Figma 16. ინსტრუმენტები - Jira 17. ინსტრუმენტები - Trello, asana 18. ინსტრუმენტები - HTTP 19. ინსტრუმენტები - SQL 20. ინსტრუმენტები - GIT 21. ინსტრუმენტები - Zephyr, TestRail 22. ინსტრუმენტები - Selenium, Jmeter, Postman 23. ინსტრუმენტები - ზოგადი 24. მობილური აპლიკაციის ტესტირება 25. აგილე-სკრამ მეთოდოლოგიები 26. API ტესტირება
1.

Manual ტესტირება

   
  ==== მოსამზადებელი სამუშაოები ====
 1. Figma დაინსტალირება
 2. Notepad რედაქტორი
 3. Sublime Text რედაქტორის დაინსტალირება
 4. lightshot სკრინშოტერი 
 5. word საოფისე პროგრამა
 6. Trello, Asana რეგისტრაცია, შესწავლა
 7. Jira სამუშაო გარემოს შესწავლა
 8. HTML, CSS, JS ზოგადად შესწავლა 
 9. SQL ბაზები 

  ===== კონკრეტული საკითხები რაც უნდა ვიცოდეთ =====
 1. ტესტ-გეგმის შედგენა
 2. ჩეკ-ლისტების შედგენა 
 3. ტესტ-კეისების შედგენა 
 4. ტესტ-სცენარების შედგენა
 5. ზღვრული მნიშვნელობების მეთოდი
 6. ეკვივალენტური კლასების მეთოდი
 7. ბაგ-რეპორტის სწორი გაფორმება 
 8. ბაგ-ტრეკინგის სისტემები(Jira, Redmine, Trello) 
 9. ტესტ-მენეჯმენტის სისტემები(Zephyr, TestRail) 
 10. დიზაინერული რედაქტორები(Figma, Adobe XD)

  ===== ზოგადი საკითხები რაც უნდა ვიცოდეთ =====
 1. ტესტირების მეთოდები და ინსტრუმენტები 
 2. საიტის შემუშავების პრინციპები 
 3. დიზაინის საფუძვლები 
 4. პროგრამირების საფუძვლები 
 5. საიტების სრული ტესტირება 
 6. ზოგადი წარმოდგენა HTTP, SQL, GIT
 7. პროგრამული ინსტრუმენტები 

  ===== ტესტერის თვისებები =====
 1. ყველა წვრილმანის გათვალისწინება
 -- ხარვეზები უმეტესად წვრილმანებში იმალება
 2. ყველა შესაძლო ვარიანტის გათვალისწინება
 -- ხარვეზები შეიძლება მხოლოდ ზოგიერთ ვარიანტში გამოჩნდეს
 3. აზრის მკაფიოდ და გასაგებად გადმოცემის უნარი 
 -- სხვა პროფესიის ადამიანებს მათ ენაზე უნდა ავუხსნათ
 4. პრობლემის დეტალური ახსნისა და ზუსტი დაკონკრეტების უნარი
 -- სწორი დოკუმენტაცია აუცილებელი პირობაა ყველა საქმეში
 5. კრიტიკული აზროვნება, ცნობისმოყვარეობა, დაკვირვებულობა
 -- ტესტერის მთავარი თვისებებია
 6. საქმის სწრაფი და დროული კეთების უნარი
 -- აუცილებელი თვისება მაღალანაზღაურებადი პროფესიის შემთხვევაში

  ==== ხარვეზების სახეობები ====
 1. შეცდომა = როცა რაღაცა არ მუშაობს, ან არასწორია, ან შეუსაბამოა
 -- მაგ. ფუნქციონალი არ მუშაობს, მენიუს დასახელება არასწორია, ელემენტის დიზაინი შეუსაბამოა
 2. ხარვეზი = როცა რაღაცა ზოგჯერ არ მუშაობს, ან რაღაც მხრივ არასწორია, ან ყველაფერი არ არის გათვალისწინებული
 -- მაგ. შესავსები ველი არ არის დაცული არასწორი მონაცემების შეტანისგან, რესპონსივი არ სწორდება
 3. ნაკლი(არასრულყოფილი) = როცა უკეთესად უნდა იყოს, ან უფრო მოხერხებულად
 -- მაგ. რეგისტრაციის ღილაკი არასტანდარტულია, ან არასწორ ადგილზეა

  ==== ტესტირების სახეობები ====
 1. მოდულური ტესტირება = კომპონენტებისა და ცალკეული ელემენტების ტესტირება.
 2. ინტეგრაციული ტესტირება = კომპონენტთა ურთიერთქმედებების ტესტირება, ელემენტთა ერთობლივი მუშაობის ტესტირება.
 3. სისტემის ტესტირება = მთელი სისტემის ტესტირება სრულ გამართულობაზე.
 4. გამოყენებითი/სამომხმარებლო ტესტირება = წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ტესტირება, მომხმარებელთა მხრიდან გამოყენებაზე ტესტირება.
 5. შავი ყუთის ტესტირება = ტესტირება, როცა არ ვიცით როგორ მუშაობს შიგნით სისტემა.
 6. თეთრი ყუთის ტესტირება = ტესტირება, როცა ვიცით სისტემის აგებულება და შიგა სტრუქტურა.
 -- ტესტირება ხდება თავიდან მოდულური მეთოდით, შემდეგ ინტეგრირებული, შემდეგ მთელი სისტემის, ბოლოს კი სამომხმარებლო ტესტირება. 

 ==== ტესტირების დაგეგმვის უნივერსალური მეთოდი: რეკურსია მთავარიდან დეტალებამდე =====
 -- ვადგენთ რა არის მთავარი საკითხი/საკითხები
 -- ვახდენთ მთავარი საკითხის/საკითხების დეტალიზაციას
 -- ვუბრუნდებით საწყისს და ვახდენთ გადაჯგუფება/დეტალიზაციას
 -- თუ დეტალიზაცია და გადაჯგუფება აღარ ხდება, პროცესი დასრულებულია

 ========= როგორ გავტესტოთ, პროცესი =========
 1. წაყენებულ მოთხოვნილებათა შეგროვება, გარკვევა რა და რაზე უნდა გაიტესტოს.
 2. ტესტირების მეთოდებისა და სცენარების განსაზღვრა, ჩამოწერა. 
 3. ჩეკ-ლისტებისა და ტესტ-კეისების შედგენა, გადამოწმება
 4. ტესტების შესრულება მიყოლებით. 
 5. შედეგების ანგარიშების შედგენა, ანალიზი და ახალი ტესტების დაგეგმვა.

 ====== Manual ტესტირების სამუშაო პროცესი ======
 1. გუნდის სამუშაო გარემოში(ონლაინ პროგრამები Jira, Trello) მენეჯერებისგან მოდის დავალებები გუნდის ყოველი წევრისათვის.
 2. ტესტერი იღებს თავის ამოცანებს და ადგენს ტესტ-ქეისებს(ან ჩეკ-ლისტებს)
 3. გატესტვის შედეგებს წერს სამუშაო გარემოში გუნდის იმ წევრების მისამართით, ვისაც ეკუთვნით კონკრეტული ბაგების გასწორება(დიზაინერი, ფრონტენდი, ბექენდი)
 4. ხარვეზების გასწორების შემდეგ მოდის დადასტურება ამის შესახებ.
 5. მენეჯერი ადგენს ახალ ამოცანებს გუნდის წევრებისათვის.

 ======= Manual ტესტირების უპირატესობები =======
 -- ავლენს ვიზუალურ შეუსაბამობებს
 -- ავლენს UX ინტერფეისის ხარვეზებს
 -- უკეთესია დაუგეგმავ შემთხვევებში
 -- შესაძლებელია მომხმარებელთან თანამშრომლობა
 -- ავლენს გამონაკლის შემთხვევებს
 -- არის დაბალი ღირებულების

 ======= Manual ტესტირების ნაკლოვანებები =======
 1. ჭირდება შესრულების მეტი დრო
 2. ნაკლები სიზუსტე ტექნიკურ საკითხებში(ფერები, ზომები)
 3. არ ფარავს ყველა სახის ტესტირებას(მაგ. მწარმოებლურობა) 

 ==== როგორ გავიაროთ საიტების ტესტირების პრაქტიკა დამოუკიდებლად ====
 -- პრაქტიკების გავლამდე საჭიროა მინიმალური ცოდნა გადაკითხვის დონეზე HTML, CSS, JS სახელმძღვანელოები, ტესტირების  ინსტრუმენტების ათვისება, ასევე კონსპექტებისა და დამატებითი საკითხების გადახედვა, მთავარი თემების გუგლში დაძებნა და დამუშავება(საჭირო დრო: დაახლოებით 2 თვე). 
 -- პრაქტიკების გავლის ინსტრუქცია:
 1. კონსპექტში "საიტების კლასიფიკაცია" ჩამონათვალიდან სათითაოდ ცალკეულ ტიპზე ვეძებთ შესაბამის მუშა საიტებს(უმჯობესია რამოდენიმეს).
 2. ვამუშავებთ ამ საიტების შედგენისა და შემუშავების წესებს კონსპექტის "საიტის შემუშავება, ანალიტიკა" მიხედვით.
 3. ვამუშავებთ ამ საიტების არქიტექტურას კონსპექტის "საიტების სტრუქტურა და სტილები" მიხედვით.
 4. ვამუშავებთ ამ საიტების დიზაინის აგებულებას კონსპექტიდან "საიტების დიზაინი და ინტერფეისი".
 5. ლენდინგის შემთხვევაში ვამუშავებთ დიზაინის აგებულებას კონსპექტიდან "ლენდინგ საიტის პრინციპები". 
 6. ვახდენთ საიტების ტესტირებას კონსპექტის "საიტების სრული ტესტირება" მიხედვით.
 7. ვადგენთ ბაგ-რეპორტებს და ტესტირების შედეგების ჯამურ ანგარიშს. 

  ==== ზოგიერთი კითხვა გასაუბრებაზე Manual ტესტერი ====
 1. რითი განსხვავდება QC და QA
 -- QC- ხარისხის კონტროლი, პროდუქტის ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა
 -- QA- ხარისხის უზრუნველყოფა, ტესტირების ეფექტურ მეთოდებზე ორიენტირებული მიდგომა
 2. რას ნიშნავს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება
 -- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება მასზე წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე
 3. რატომ არის საჭირო ტესტირება
 -- პროგრამული უზრუნველყოფის შეცდომების აღმოფხვრის, ხარვეზების გასწორებისა და სრულყოფისთვის.
 4. რა არის ტესტირების 2 მთავარი კატეგორია
 -- Manual და Automation ტესტირება 
 5. რა სახეობები არსებობს Manual ტესტირებაზე
 -- 1. მოდულური 2. ინტეგრაციული, 3. სისტემის 4. გამოყენებითი 5. თეთრი ყუთის 6. შავი ყუთის
 6. განსხვავება ალფა და ბეტა ტესტირებას შორის
 --Alfa პროდუქტის გაშვებამდე ტესტირება ფართო აუდიტორიის ან დეველოპერების მიერ
 --Beta პროდუქტის გაშვების შემდგომი ტესტირება მომხმარებლის მიერ
 7. Manual ტესტირების დონეები
 -- 1. მოდულური 2. ინტეგრაციული, 3. სისტემის 4. გამოყენებითი
 8. რა არის სატესტო სტენდი
 -- ტესტირებისთვის აუცილებელი აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა
 9. როგორია Manual ტესტირების პროცედურა
 -- დაგეგმვა
 -- ანალიზი, ტესტ-დიზაინი
 -- ტესტირება
 -- შეფასება
 -- დახურვა
 10. რა არის ტესტ-კეისი
 -- ტესტირების პროცედურა და პირობები
 11. რა არის API ტესტირება 
 -- პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამული ნაწილის(ლოგიკის) ტესტირება
 12. განსხვავება შეცდომასა(error) და ხარვეზს(დეფექტს) შორის
 -- შეცდომა დარღვევა და შეუსაბამობაა, ხარვეზი კი ნაკლი, რომელიც ნაწილობრივ მუშაა.
 13. რა არის რეგრესიული ტესტირება
 -- განმეორებითი ტესტირება, ტარდება ხარვეზის გასწორების შემდეგ, ან ცვლილებების შეტანისას.
 14. რა არის პოზიტიური და ნეგატიური ტესტირება
 -- პოზიტიური - როცა ტესტირება ხდება სწორი მონაცემების შემთხვევაში
 -- ნეგატიური - როცა ტესტირება ხდება არასწორი/დაუშვებელი მონაცემების შემთხვევაში
 15. რა არის კრიტიკული შეცდომა
 -- როცა შეცდომას მნიშვნელოვანი დამაზიანებელ გავლენა აქვს და აუცილებლად უნდა გასწორდეს
 16. რა არის პესტიციდის პარადოქსი
 -- როცა ტესტირების მეთოდები(ტესტ კეისები) არ იცვლება და ამის გამო გამორჩებათ ხარვეზები
 17. რა არის ხარვეზების კასკადი
 -- როცა რაიმე ხარვეზს შეუძლია სხვა ხარვეზების გამოწვევა
 18. რას ნიშნავს ხარისხი
 -- როცა პროდუქტი აკმაყოფილებს მასზე წაყენებულ აუცილებელ მოთხოვნებს
 19. რა არის ტესტირება გამოცდილებით
 -- როცა ტესტირება ხდება მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გამოიყენება კვლევით ტესტირებაში
 20. რა არის აღმავალი და დაღმავალი ტესტირება
 -- აღმავალი = როცა ტესტირება იწყება მცირე მოდულებიდან და გადადის ზედა მოდულებისკენ
 -- დაღმავალი = როცა ტესტირება ხდება ზედა დონის მოდულებიდან ქვედა დონისკენ
 21. როდის მთავრდება ტესტირება
 -- როცა ტესტირების შედეგები დამაკმაყოფილებელია, ან პროდუქტის ხარისხი საკმარის ნიშნულზეა

  სად ვეძებოთ ვაკანსიები:
 - https://jobs.ge/?page=1&q=&cid=6&lid=&jid=
 - https://www.facebook.com/groups/515336039326303
 - https://www.facebook.com/groups/211944768963558
 - https://www.facebook.com/groups/itjobsgeorgiagroup
 - https://temicloud.io/communities
 - https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/

 ==== ვაკანსიების კლასიფიკაცია Manual ტესტერზე ====
 - trainee - სტაჟიორი = კურსდამთავრებული(800ლ-1300ლ)
 - junior - ჯუნიორი = 0,5-1 წელი პრაქტიკით(1300ლ-1800ლ)
 - middle - 2-3 წელი პრაქტიკით(1800ლ-3000ლ)
 - senior - 5+ წელი პრაქტიკით(3000ლ-5000ლ+)
 - QA tech lead

  ==== მოთხოვნები, რომლებიც გვხვდება ქართულ ვაკანსიებში Junior-ზე ====
 1. Linux ძირითადი ბრძანებები
 2. SQL ძირითადი ქუერიები(მოთხოვნები)
 3. MYSQL პროგრამის ცოდნა
 4. ინგლისური სალაპარაკო დონეზე
 5. Jira მენეჯმენტის სისტემა
 6. QA ზოგადი თეორია
 7. HTML-CSS-JS ზოგადი ცოდნა
 8. API ტესტირება
 9. ფუნქციური ტესტირება

 ==== მოთხოვნები, რომლებიც გვხვდება უცხოურ ვაკანსიებში ==== 
 0. ტესტ-გეგმის(ტესტ-დიზაინის) შედგენა
 1. ტესტ-კეისების, ჩეკ-ლისტების შედგენა
 2. ბაგ-ტრეკინგი
 3. ფუნქციონალური ტესტირება
 4. API ტესტირება
 5. სცენარების შედგენა
 6. Usability ტესტირება
 7. ბაგ-რეპორტების დაწერა
 8. ბაგ-ტრეკერთან მუშაობა
 9. ტესტური დაფარვა ფრონტისა და ბექის
 10. ვინდოვს აპლიკაციის ტესტირება
 11. სკრამ ჯგუფთან მუშაობის უნარი
 12. სისტემის ლოგების ანალიზი(Android(ბაზაში)/Web(ნეტვორკში))
 13. ბაგების(დეფექტების) კალასიფიკაცია და ტრეკინგ სისტემაში შეყვანა
 14. ტესტირების შედეგების ანალიზი და სტატისტიკა
 15. ტესტ-დოკუმენტაციის შედგენა
 16. შავი ყუთის მეთოდით ტესტირება
 17. შეცდომების ძებნა
 18. HTTP პრინციპების ცოდნა
 19. HTML საბაზისო ცოდნა
 20. JS საბაზისო ცოდნა
 21. დეფექტების გამოვლენა და რეგისტრაცია Jira-ში
 22. რეგრესიული ტესტირება
 23. ინტერნეტ მაღაზიის ტესტირება
 24. devtools ცოდნა
 25. sql ტესტირება
 26. ინტეგრაციული ტესტირება
 27. არტეფაქტების მართვა
 28. XML კოდის ანალიზი
 29. UI ტესტირება
 30. დატვირთვაზე ტესტირება
 31. Backend ტესტირება
 32. მუშაობა ტესტირების სისტემებთან SoapUI/Insomnia/Postman
 33. მუშაობა ბაგტრეკინგის სისტემებთან HP ALM, Atlassian Jira
 34. REST, GRPC ცოდნა
 35. Smoke ტესტირება
 36. დიზაინ-მაკეტის ტესტირება
 37. ბიზნესის მოთხოვნილებების ტესტირება
 38. Андроид/iOS ტესტირება

   სასურველი მოთხოვნები ვაკანსიებში:
 1. პროგრამირების ენების ცოდნა
 2. ინგლისური მაღალ დონეზე
 3. sql ბაზების ცოდნა
 4. Linux
 5. SoapUI/Postman/JMeter/cURL
 6. Git
 7. Jira-სთან მუშაობის გამოცდილება
 8. CI/CD სისტემებთან მუშაობა
 9. bash და git-თან მუშაობა
 10. Rest Api ტესტირება
 11. Jira, Redmine, Bugzilla ცოდნა
 12. Wiki, Confluence ტესტ-კეისების შესანახად