facebook    T: 598 944448 
1111 QA ტესტირების საფუძვლების თეორიულ-პრაქტიკული კურსის დაწყება დაგეგმილია 11 აპრილიდან. კურსი გრძელდება 1 თვის მანძილზე კვირაში 5 დღე, დღეში 2 საათიანი თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობით და სულ 40 საათი ხანგრძლივობით. კურსი მოიცავს QA ტესტირების ყველა საბაზისო საკითხს რაც ვებსაიტების შემუშავებისთვის და ტესტირებისთვის არის საჭირო. მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე Frontend კერძო კურსები ასევე შეგიძლიათ ჩაერთოთ ფეისბუქის Manual ტესტირების ჯგუფში. Manual ტესტირება QA ტესტირების საფუძვლების თეორიულ-პრაქტიკული კურსის დაწყება დაგეგმილია 3 აპრილიდან.
კონსპექტები
QA ტესტირება,  FRONTEND პროგრამირება
კონსპექტები მოიცავს ყველა იმ საკითხს, რისი შესწავლაც მოხდება კურსებზე
ზოგიერთი საკითხის კონსპექტი შემუშავების პროცესშია
1. Manual ტესტირება 2. საიტების სრული ტესტირება 3. ტესტირების მეთოდოლოგიები 4. საიტის ელემენტების ტესტირება 5. საიტების კლასიფიკაცია 6. საიტის შემუშავება, ანალიტიკა 7. ტექნიკური დავალება, დოკუმენტაცია 8. საიტების სტრუქტურა და სტილები 9. საიტების დიზაინი და ინტერფეისი 10. ლენდინგ საიტის პრინციპები 11. HTML, CSS, JS პროგრამირება 12. markup კოდის პრინციპები 13. საიტების SEO ოპტიმიზაცია 14. ინსტრუმენტები - DevTools 15. ინსტრუმენტები - Figma 16. ინსტრუმენტები - Jira 17. ინსტრუმენტები - Trello, asana 18. ინსტრუმენტები - HTTP 19. ინსტრუმენტები - SQL 20. ინსტრუმენტები - GIT 21. ინსტრუმენტები - Zephyr, TestRail 22. ინსტრუმენტები - Selenium, Jmeter, Postman 23. ინსტრუმენტები - ზოგადი 24. მობილური აპლიკაციის ტესტირება 25. აგილე-სკრამ მეთოდოლოგიები 26. API ტესტირება
8.

საიტების სტრუქტურა და სტილები

 
                 1. საიტის სტრუქტურის დადგენის თანამიმდევრობა --------------------------
  - საიტის დანიშნულების, საქმიანობის სფეროსა და სამიზნე აუდიტორიის შესწავლა 
  - კონკურენტი საიტების შესწავლა და სასარგებლო ინფორმაციების გადმოტანა
  - საიტის გვერდებზე საჭირო ყველა კომპონენტისა და ელემენტის ჩამოწერა
  - ფერებისა და ფონტის არჩევა, ლოგო, საიტის ტიპისა და სტილის განსაზღვრა
  - საიტის ლოგიკური სტრუქტურის გრაფიკული გამოსახვა(მინდმაპი)
  - კომპონენტების განაწილება მთავარ ველებზე, ინტერფეისის წინასწარი მონახაზის გაკეთება, მაკეტის შედგენა, პროტოტიპი
  - კომპონენტების მოწესრიგება UX/UI იდეოლოგიით, სტრუქტურის დეტალიზაცია

 2. საიტის სტრუქტურის მთავარი ველები ------------------------------
  2.1. ჰეადერი, საიტის ზედა ნაწილი, ანუ ნავიგაციური მენიუს ბლოკი
    - ჰეადერი შედგება მენიუების ჰორიზონტალური ზოლებისგან(ბლოკებისგან), ასევე ზშირად მთავარი ბანერისგანაც. ბანერი განლაგებულია უმეტესად ზოლების ქვემოთ, ან ზოლების შუაში, ან მთლიანი ფონის სახით.
    - ჰეადერი არის უმეტესად 1 ან 2, ზოგჯერ 3 ზოლიანიც.
    - უმეტესად მარცხნივ ან ზოგჯერ შუაში განლაგებულია ლოგო.
    - ჰეადერის ზოლების მარჯვენა ბოლოში განლაგებულია სოც. ქსელების ლინკები, ასევე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის იკონები, ასევე ზოგჯერ რაიმე ფუნქციის ღილაკიც.
    - ზოლის შუაში ხშირად განლაგებულია ძებნის ველი, ზოგჯერ მარცხნივ ან მარჯვნივ.
    - ზედა ზოლზე ხშირად განლაგებულია კომპანიის საკონტაქტო მონაცემები, ასევე სოც. ქსელების ლინკები
    - ზოლების ერთმანეთისგან გამოყოფა ხდება მკრთალი ხაზით ან კონტრასტული ფონებით
    - მთავარი ბანერი ხშირად შეიცავს წარწერებს დიდი ასოებით(სათაური), წვრილი ასოებით(დახასიათება) და ასევე ლინკს(ან ფუნქციურ ღილაკს).
  2.2. მთავარი ცენტრალური ბლოკი, კონტენტისათვის
    - ეს არის ძირითადი კონტენტის განთავსების ადგილი, პოსტების, კატალოგების, გალერეის, პროდუქტისა და სხვა ძირითადი ინფორმაციისათვის.
  2.3. გვერდითი პანელები, მენიუს, კატეგორიების ან დამატებითი ინფორმაციისათვის
    - ძირითადად გამოიყენება კატეგორიების სიებისათვის(უმეტესად მარცხენა მხარეს), ასევე სარეკლამო ბანერების განსათავსებლად, იშვიათ შემთხვევებში კი პოსტების განსათავსებლად.
  2.4. ფუტერი, საიტის ქვედა ნაწილი, დამატებითი ინფორმაციებისათვის
    - ფუტერში განთავსებულია კომპანიის შესახებ ინფორმაცია, სოც.ქსელების ლინკები, სხვა გვერდებზე გადასასვლელი ლინკები, ასევე სარეკლამო ლინკები და სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია.
  2.5. სარეგისტრაციო და სხვა ფორმები, პოპ-უპ ფანჯრები
     - კეთდება მოდალური ფანჯრის სახით, ან ცალკე გვერდად.

 3.საიტის სტრუქტურის ელემენტები -----------------------------------
  - მთავარი ელემენტებია: მენიუ, კატეგორიები, კონტენტი, დამატებითი ინფორმაცია, Float პანელები
  - მენიუ(ნავიგაცია): შედგენილია საიტის მთავარი საკითხების მიხედვით, მენიუში უნდა იყოს რამოდენიმე(5-6) ელემენტი. შესაძლებელია მენიუს ქონდეს ჩამოსაშლელი ქვემენიუების(ან კატეგორიების) სიაც.
  - კატეგორიები: ეს არის კატეგორიებად გაშლილი მენიუს ელემენტები, შესაძლებელია კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად დაყოფაც, შეიძლება შეიცავდეს 5-30 ცალ ელემენტს.
  - კონტენტი: საბოლოო მოხმარების ინფორმაცია, შეიძლება წარმოდგენილი იყოს პოსტების, პუბლიკაციის, ცხრილის, კატალოგის, პროგრამის, სიის ან რაიმე სხვა სახით.
  - დამატებითი ინფორმაცია: ტექნიკური, სარეგისტრაციო, საინფორმაციო და სარეკლამო ლინკები, სხვადასხვა საინფორმაციო ტექსტი, საავტორო და სხვა მონაცემები.
  - Float პანელები: სარეგისტრაციო, სარეკლამო და საინფორმაციო ხასიათის ფანჯრები

 4. საიტის იერარქიის ლოგიკური აგებულების ტიპები ----------------------------
  - ხაზოვანი სტრუქტურა, უმეტესად ერთი შვილობილი გვერდი ყოველ გადასვლაზე
  - ბლოკური სტრუქტურა, ყველა გვერდიდან ნებისმიერ გვერდზე გადასვლა
  - იერარქიული სტრუქტურა, მშობელი გვერდებისა და შვილობილი გვერდების განტოტვა
  - იერარქიის საუკეთესო სიღრმეა 3-4 კლიკით გადასვლა საბოლოო მიზნამდე

 5. საიტის ელემენტების განლაგებისა და აგებულების სტანდარტები ------------
  - საიტის მთავარი არეალები განაწილებული უნდა იყოს მნიშვნელობის მიხედვით
  - საიტის სქემის სტანდარტის მიხედვით საიტი შედგება ჰეადერის, ცენტრალური კონტენტის და ფუტერისაგან, შეიძლება გვერდითი პანელების დამატებაც.
  - ჰეადერში მარცხნივ არის ლოგო, მარჯვნივ იკონები, შუაში კი მენიუ(ნავიგაცია).

 6. სტანდარტული შეცდომები საიტის სტრუქტურირებაში ---------------------
  - ძნელად აღსაქმელი სტრუქტურა
  - გვერდის მისამართებში გაუგებარი დასახელებები
  - ელემენტების/კატეგორიების არასწორი და არათემატური დაჯგუფება
  - პროდუქციისთვის საკმარისი ფილტრების არქონა
  - კატეგორიების დიდი რაოდენობა საწყის გვერდზე
  - დუბლირებული გვერდები სხვადასხვა მისამართებით

 7. საიტის დიზაინის საფირმო სტილის ელემენტები -------------------------
  - ლოგო
  - საფირმო ნიშანი
  - საფირმო ფერი
  - საფირმო პერსონაჟი
  - საიტის საფირმო სტრუქტურა და ელემენტების განლაგება
 
 8. საიტის მახასიათებელი სტილები --------------------------------------
  - შუქის მიხედვით: ღია ნათელი, მუქი(ბნელი), კონტრასტული, ფონური სურათით
  - ფერის მიხედვით: მხიარულ ფერებში, შავ-თეთრი, სტანდარტული შეხამებით, ფონური სურათით
  - გრაფიკის მიხედვით: მშრალი(ცივი) გრაფიკა, მხატვრულად გაფორმებული, სტილიზებული, კლასიკური
  - თემატიკის მიხედვით: კლასიკური, რეტრო, ფუტურისტული, საგაზეთო, მულტიპლიკაციური, სარეკლამო
  - დატვირთულობის მიხედვით: მინიმალისტური, ნორმალური, გადატვირთული ელემენტებით
  - ელემენტების მიხედვით: Flat ელემენტები, ჩვეულებრივი ჩრდილებით, 3D ელემენტები, სტილიზებული