facebook    T: 598 944448 
1111 QA ტესტირების საფუძვლების თეორიულ-პრაქტიკული კურსის დაწყება დაგეგმილია 11 აპრილიდან. კურსი გრძელდება 1 თვის მანძილზე კვირაში 5 დღე, დღეში 2 საათიანი თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობით და სულ 40 საათი ხანგრძლივობით. კურსი მოიცავს QA ტესტირების ყველა საბაზისო საკითხს რაც ვებსაიტების შემუშავებისთვის და ტესტირებისთვის არის საჭირო. მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე Frontend კერძო კურსები ასევე შეგიძლიათ ჩაერთოთ ფეისბუქის Manual ტესტირების ჯგუფში. Manual ტესტირება QA ტესტირების საფუძვლების თეორიულ-პრაქტიკული კურსის დაწყება დაგეგმილია 3 აპრილიდან.
კონსპექტები
QA ტესტირება,  FRONTEND პროგრამირება
კონსპექტები მოიცავს ყველა იმ საკითხს, რისი შესწავლაც მოხდება კურსებზე
ზოგიერთი საკითხის კონსპექტი შემუშავების პროცესშია
1. Manual ტესტირება 2. საიტების სრული ტესტირება 3. ტესტირების მეთოდოლოგიები 4. საიტის ელემენტების ტესტირება 5. საიტების კლასიფიკაცია 6. საიტის შემუშავება, ანალიტიკა 7. ტექნიკური დავალება, დოკუმენტაცია 8. საიტების სტრუქტურა და სტილები 9. საიტების დიზაინი და ინტერფეისი 10. ლენდინგ საიტის პრინციპები 11. HTML, CSS, JS პროგრამირება 12. markup კოდის პრინციპები 13. საიტების SEO ოპტიმიზაცია 14. ინსტრუმენტები - DevTools 15. ინსტრუმენტები - Figma 16. ინსტრუმენტები - Jira 17. ინსტრუმენტები - Trello, asana 18. ინსტრუმენტები - HTTP 19. ინსტრუმენტები - SQL 20. ინსტრუმენტები - GIT 21. ინსტრუმენტები - Zephyr, TestRail 22. ინსტრუმენტები - Selenium, Jmeter, Postman 23. ინსტრუმენტები - ზოგადი 24. მობილური აპლიკაციის ტესტირება 25. აგილე-სკრამ მეთოდოლოგიები 26. API ტესტირება
5.

საიტების კლასიფიკაცია

 
                    საიტები დანიშნულების მიხედვით იყოფა საინფორმაციო, მომსახურებითი და უნივერსალური(მრავალმხრივი) დანიშნულებით

              ------ საინფორმაციო დანიშნულებით ----- 
      - საჩვენებელი ტიპი, კონკრეტულად ერთი მიზნისთვის შექმნილი მარტივი საიტი. 
  1. პროდუქტი 
  2. ღონისძიება 
  3. რეკლამა 
  4. პრომო 
      - წარმომადგენლობითი ტიპი, ვინმეს ან რაიმეს წარმოსაჩენი ინფორმატიული საიტი
  5. პერსონალური 
  6. პორტფოლიო
  7. კომპანია 
  8. ორგანიზაციის
  9. სამთავრობო
      - საინფორმაციო ტიპი, მუდმივი ინფორმაციული ნაკადის მქონე საიტი 
  10. აუდიო 
  11. ფოტო 
  12. ვიდეო 
  13. მედია გამოცემა 
  14. ბლოგი
  15. კატალოგი
              ------ მომსახურებითი დანიშნულებით ----- 
      - სერვისული ტიპი, კონკრეტული სერვისების გაწევისთვის შექმნილი საიტი
  1. სერვისები 
  2. გადახდები
  3. სათამაშო 
  4. საძიებო 
  5. ფოსტა
      - მომსახურებითი ტიპი, მომხმარებლების ინტერესებისთვის მომსახურე საიტი 
  6. სოციალური 
  7. ფორუმი 
  8. ჩატი 
      - კომერციული ტიპი, ბიზნესის დანიშნულების მქონე საქმიანი საიტი
  9.  მაღაზია 
  10. აუქციონი 
  11. განცხადებები 

              -------- უნივერსალური პორტალები -------
      - დიდი მოცულობისა და ფუნქციონალის, მრავალმხრივი დანიშნულების კომბინირებული საიტები
  1. ბიზნეს-პორტალი 
  2. მედია-პორტალი 
  3. უნივერსალური სოც-ქსელი 
  
   საიტების აგებულებისა და არქიტექტურის სრული აღქმისათვის საჭიროა ყოველი ტიპის საიტზე გავარჩიოთ რა სტრუქტურა აქვს და რა სტილს მიეკუთვნებიან(კონსპექტი საიტების სტრუქტურაზე და სტილებზე), ასევე რა პრინციპებია გამოყენებული დიზაინის საფუძვლებიდან(კონსპექტი საიტების დიზაინი და ინტერფეისი).

   როგორ მუშაობს საიტი?
  -- საიტის შესაქმნელად ჯერ უნდა ვიყიდოთ დომენი, ანუ საიტის სახელი. ეს სახელი იქნება რომელიმე დომენურ ზონაში გაფორმებული, მაგალითად .ge ან .com ზონაში. დომენს არეგისტრირებს სპეციალური უფლების მქონე რეგისტრატორი(მაგალითად პროსერვისი), რომელიც გააფორმებს დომენს ჩვენს სახელზე. ამის მერე საჭიროა ვიყიდოთ საიტის ასამუშავებლად საჭირო სერვერული რესურსი. სერვერი იგივე კომპიუტერია, ოღონდ მთლიანად საიტების მუშაობაზე მორგებული კომპიუტერი, სადაც აქირავებენ ამ კომპიუტერის სამუშაო სიმძლავრეებს, მეხსიერებას და გარკვეული მომსახურებების ჩამონათვალს, მაგალითად საიტის სამართავ პანელებს. სერვერზე რესურსების ყიდვის შემდეგ სერვერი გვაძლევს DNS სახელებს, რომლებიც ჩვენი საიტის მისამართს წარმოადგენენ და ამ მისამართის მიხედვით დგინდება ინტერნეტში ჩვენი საიტის ადგილმდებარეობა. ეს DNS სახელები უნდა გავუწეროთ დომენის პარამეტრებს, ანუ სადაც ეს დომენი ვიყიდეთ, იმ კომპანიის საიტზე არის შესაბამისი განყოფილება ამისთვის. უმეტეს შემთხვევაში მოგვიწევს DNS სახელებთან ერთად IP მისამართების გაწერაც, ამ IP მისამართებსაც სერვერი გვაძლევს. ამის მერე საჭიროა მხოლოდ სერვერზე ჩვენს ნაყიდ მეხსიერებაზე ავტვირთოთ ჩვენი საიტის ფაილები და საიტიც მზად იქნება. ატვირთვის გარდა დაგვჭირდება უსაფრთხოების ზომების მიღებაც, მაგალითად SSL სერთიფიკატის დაყენება საიტზე, სარეზერვო მეხსიერება საიტის ბექაპისთვის(ასლის შესანახად), ასევე შეგვიძლია სხვადასხვა მომსახურების ყიდვა, მაგალითად SEO ინსტრუმენტები.