facebook    T: 598 944448 
1111 QA ტესტირების საფუძვლების თეორიულ-პრაქტიკული კურსის დაწყება დაგეგმილია 11 აპრილიდან. კურსი გრძელდება 1 თვის მანძილზე კვირაში 5 დღე, დღეში 2 საათიანი თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობით და სულ 40 საათი ხანგრძლივობით. კურსი მოიცავს QA ტესტირების ყველა საბაზისო საკითხს რაც ვებსაიტების შემუშავებისთვის და ტესტირებისთვის არის საჭირო. მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე Frontend კერძო კურსები ასევე შეგიძლიათ ჩაერთოთ ფეისბუქის Manual ტესტირების ჯგუფში. Manual ტესტირება QA ტესტირების საფუძვლების თეორიულ-პრაქტიკული კურსის დაწყება დაგეგმილია 3 აპრილიდან.
კონსპექტები
QA ტესტირება,  FRONTEND პროგრამირება
კონსპექტები მოიცავს ყველა იმ საკითხს, რისი შესწავლაც მოხდება კურსებზე
ზოგიერთი საკითხის კონსპექტი შემუშავების პროცესშია
1. Manual ტესტირება 2. საიტების სრული ტესტირება 3. ტესტირების მეთოდოლოგიები 4. საიტის ელემენტების ტესტირება 5. საიტების კლასიფიკაცია 6. საიტის შემუშავება, ანალიტიკა 7. ტექნიკური დავალება, დოკუმენტაცია 8. საიტების სტრუქტურა და სტილები 9. საიტების დიზაინი და ინტერფეისი 10. ლენდინგ საიტის პრინციპები 11. HTML, CSS, JS პროგრამირება 12. markup კოდის პრინციპები 13. საიტების SEO ოპტიმიზაცია 14. ინსტრუმენტები - DevTools 15. ინსტრუმენტები - Figma 16. ინსტრუმენტები - Jira 17. ინსტრუმენტები - Trello, asana 18. ინსტრუმენტები - HTTP 19. ინსტრუმენტები - SQL 20. ინსტრუმენტები - GIT 21. ინსტრუმენტები - Zephyr, TestRail 22. ინსტრუმენტები - Selenium, Jmeter, Postman 23. ინსტრუმენტები - ზოგადი 24. მობილური აპლიკაციის ტესტირება 25. აგილე-სკრამ მეთოდოლოგიები 26. API ტესტირება
15.

ინსტრუმენტები - Figma

 
                 - ფიგმაში კეთდება საიტების სრული დიზაინი, ინტერაქტიული პროტოტიპები, ინტერფეისის ელემენტები, ვექტორული გამოსახულებები, ლოგოები და ა.შ. აქვს ვერსიის კონტროლი, შესაძლებელია ჯგუფური მუშაობაც.
 - ინახება ქლაუდში, ასევე აქვს დესკტოპ ვარიანტიც, რომელიც სინქრონიზირებულია ქლაუდთან. ცვლილებები ინახება ინტერნეტში, არის პირობითად უფასო პროგრამა(1 მომხმარებლისთვის). დიზაინის გარდა შესაძლებელია დიაგრამების, ბლოკ-სქემებისა და პროტოტიპების შექმნა.
 - აქვს 2 მთავარი განყოფილება, ფაილების მენეჯერი და გრაფიკული რედაქტორი.
 - ყველა ელემენტს აქვს პიქსელებში მითითებული ზომები და დაშორებები, ფერების მნიშვნელობები, ფონტის ზომები, ლინკები და ყველა სხვა პარამეტრები. ასევე მოცემულია CSS კოდის მნიშვნელობები.
 - ფიგმას პროექტში შეიძლება იყოს ცალკეული ელემენტები(სურათი, ტექსტი, ფიგურა) და ჯგუფები, ასევე ფენები(Layer) 

 - ზედა მარცხენა მხარეს არის მენიუ და სამუშაო ხელსაწყოები:
  Frame = გამოიყენება როგორც დაფა(კონტეინერი) სხვა ელემენტებისათვის
  Figure = გეომეტრიული ფიგურების ხატვა
  Pen = ხაზები და მრუდები, შეიძლება ტექსტის გადაყვანა მრუდში
  Text = ტექსტი
  Hand = არჩევის ინსტრუმენტი
  Grid = ფრეიმის პარამეტრებში ფონური ბადის მიცემა, დაყოფილია სვეტებად(Columns) ან უჯრედებად
  
 - ზედა მარცხენა მხარეს(კუთხეში) არის ჩამოსაშლელი მენიუ, სადაც ხდება ფაილის შენახვა, ვერსიის შენახვა, ექსპორტი.
 - ზედა მარცხენა მხარეს ფენების(Layers) განყოფილებაში მოცემულია სტრუქტურულ ფენებად დაყოფილი ყველა ელემენტი
 - ზედა მარცხენა მხარეს კომპონენტების(Assets) განყოფილებაში მოცემულია კომპონენტები(შენახული ელემენტები), აქ ასევე შეიძლება ბიბლიოთეკების ჩატვირთვა.
 - ზედა მარჯვენა მხარეს დიზაინის(Design) განყოფილებაში არის დიზაინის პარამეტრები(ფერები, განლაგება, ტექსტი და ა.შ.)
 - ზედა მარჯვენა მხარეს პროტოტიპის(Prototype) განყოფილებაში არის დაკავშირებული ელემენტები, აქ ხდება ფრეიმებს შორის გადასვლების გაკეთება.
 - ზედა მარჯვენა მხარეს Inspect განყოფილებაში არის დეტალური პარამეტრები და კოდის მნიშვნელობები(პიქსელები, დაშორებები და ა.შ.) შესაძლებელია კოდის 3 ფორმატში გამოტანა: CSS, IOS, Android
 - ზედა მარჯვენა მხარეს Present ახდენს პროექტის გაშვებას
 - ზედა მარჯვენა მხარეს მენიუ 100% არის მასშტაბისა და ჩვენების რეჟიმებზე გადართვისათვის.
 - ცენტრში სახელთან არის ჩამოსაშლელ მენიუში Version History ანუ ვერსიების ისტორია(გაიხსნება მარჯვენა მხარეს)

  --- ზოგიერთი ფუნქცია ფიგმაში ----
 - Greate component - საბაზო(მუდმივი) კომპონენტის შექმნა რაიმე ობიექტისგან/ელემენტისგან.
 - Duplicate - კლონის შექმნა, კლონირებული კომპონენტები რედაქტირდება ერთდროულად 


  https://www.figma.com/