QA ტესტირების საფუძვლები
თანამედროვე ციფრული პროდუქტების შემუშავების პროცესში აუცილებელია ტესტერების ჩართვა. ტესტირება საჭიროა არა მხოლოდ პროგრამული კოდის შეცდომებზე შემოწმებისათვის, არამედ ყველა იმ საკითხის გასატესტად, სადაც შეიძლება აღმოჩნდეს რაიმე სახის ხარვეზი: ეს შეიძლება იყოს ინტერფეისი, ფუნქციონალი, კოდი, მონაცემთა ბაზები ან უბრალოდ საიტის ცალკეული ელემენტი. აქედან გამომდინარე, ტესტერმა უნდა იცოდეს პროგრამული პროდუქტის შემუშავებისთვის საჭირო ტექნოლოგიების მთავარი პრინციპები და ზოგადი წარმოდგენა ქონდეს ბიზნეს ანალიტიკაზე, დიზაინზე, კოდირებაზე, ფუნქციონალზე და კიდევ ბევრ საკითხზე. კურსი მოიცავს ყველა იმ საკითხს, რაც შეიძლება საჭირო იყოს QA ტესტირების სრულყოფილი შესწავლისათვის. ყველა ეს საკითხი დაკონსპექტებული სახით დევს ამ საიტზე, ამ კონსპექტებით ნებისმიერს შეუძლია დამოუკიდებლად შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და ტესტირებისათვის საჭირო საკითხები და საჭირო ინსტრუმენტები.
სწავლების ძიითადი აქცენტი გადატანილია იმ საკითხების შესწავლაზე, რაც საჭიროა Junior პოზიციაზე დასაქმებისათვის, ესენია Manual ტესტირება, საიტების ტესტირება, პროგრამირების საფუძვლები, ბაზები, ინტერფეისის ტესტირება და ა.შ.
კურსი ტარდება ონლაინ, Google Meet მეშვეობით.
სტანდარტული თეორიული საკითხების ცოდნა საკმარისია მხოლოდ დამწყებ Junior პოზიციაზე სამუშაოდ, განვითარებისათვის საჭიროა ისეთი საკითხების კარგი ცოდნა, რომელთა ათვისებას დიდი დრო და პრაქტიკა ჭირდება, ამ საკითხების კარგი შესწავლისათვის დამოუკიდებლად მომზადებაა საჭირო. ასეთი საკითხებია:
1. HTML, CSS, JS პროგრამული საკითხები
2. SQL, MYSQL ბაზებთან მუშაობა
3. Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობა
4. მენეჯმენტის სისტემები Jira, Trello, Asana, TestRail
5. ინსტრუმენტები Selenium, Jmeter, Postman
- კურსი დაყოფილია 3 კვირიან ნაწილად(15 შეხვედრა - 30 საათი), ჩატარდება კვირაში 5 დღე შაბათ-კვირის გარდა, სულ 3 კვირის განმავლობაში.
- დღიურად დაეთმობა 40+40 წუთი + დამატებითი დრო კითხვებისათვის, დასაწყისი: საღამოს 19:00 საათზე
- კურსი გათვლილია ძირითადად დამწყებებზე.
- ძირითადი აქცენტი გადატანილია საიტების ტესტირებაზე და Manual ტესტირებაზე
- ყოველდღე დამატებითი დრო დაეთმობა შეკითხვებს.
- მონაწილეებს მიეცემათ სრული მასალა დამოუკიდებელი მომზადებისათვის
მოსამზადებელი სამუშაოები
- Figma დიზაინ-მაკეტებისათვის
- Notepad რედაქტორი
- Sublime Text რედაქტორი
- lightshot სკრინშოტერი
- word საოფისე პროგრამა
- Jira, Trello, Asana რეგისტრაცია
- HTML, CSS, JS, SQL სახელმძღვანელო
- კონსპექტების გადმოწერა, წაკითხვა
I ნაწილი, საფუძვლები
=== 1 დღე, მიზნები, მოსამზადებელი სამუშაოები ===
1. კურსის მიზნები, მიმოხილვა
- ტესტირების, როგორც პროფესიის მიმოხილვა
- კომპანიები, ვაკანსიები, სპეციფიკა
- კურსის მიზნები, კურსების მიმოხილვა
2. რატომ ჩნდება ბაგები და ხარვეზები.
- მიზეზები(პროგრამული, ადამიანური, მენეჯერული, ობიექტური)
3. რა არის ტესტირება და რისთვის არის საჭირო
- ტესტერის საჭიროება(მიზეზები, სამუშაოს დანაწილება)
- გასატესტი საკითხების მრავალფეროვნება
4. განსხვავება QA, QC და ტესტირებას შორის
5. განსხვავება ავტომატურ და Manual ტესტირებას შორის
6. რას აკეთებს ტესტერი(მარტივად)
7. რისი ცოდნაა საჭირო, კონსპექტები, მოსამზადებელი სამუშაოები
- მოსამზადებელი სამუშაოების გადახედვა
- კონსპექტების გადმოწერა, გაცნობა
- დავალება: მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება
=== 2 დღე, ხარვეზების სახეები, მიმოხილვა ===
8. ხარვეზის სახეობები(შეცდომა, ხარვეზი, ნაკლი)
9. ხარვეზის ტიპები
- ვიზუალური, ფუნქციური, პროგრამული, კონტენტის, Crash, წარმადობის, ტექნიკური და ა.შ.
10. ხარვეზის პრიორიტეტულობა Bug Priority(High, Medium, Low)
11. ხარვეზის სერიოზულობა Bug Severity(Blocker, Critical, Major, Minor, Trivial)
12. ხარვეზის სტატუსი(To do, Passed, Failed, Skipped, In progress)
13. პოზიტიური და ნეგატიური ტესტირება(მაგალითები)
14. ეკვივალენტობის კლასები, ზღვრული მნიშვნელობები(მაგალითები)
- მაგალითები ფილტრებზე(კლასები, ზღვრები, სერიოზულობა და პრიორიტეტები)
- დავალება: ტესტირების მეთოდოლოგიების კონსპექტის წაკითხვა
=== 3 დღე, პრაქტიკულ მაგალითზე ტესტირების ტერმინების განხილვა ===
15. ტესტირების დოკუმენტაციის ზოგადი აღწერა
16. ხარვეზების მენეჯმენტის ზოგადი აღწერა
17. ინსტრუმენტების ზოგადი მიმოხილვა
18. ხარვეზისა და ტესტირების(STLC) სასიცოცხლო ციკლები
19. Agile/Scrum ფრეიმვორკი და ტესტირების პროცესი(კონსპექტი)
20. SDLC მოდელები და ტესტირების პროცესი SDLC -ში
21. Shift Left Testing ეჯაილ გარემოში
22. ტესტირების მაგალითები რეგისტრაციის ფორმისათვის
- ტესტირების გეგმის გაწერა ჩეკ-ლისტებით(რეგისტრაციის ფორმა)
- დავალება: საიტების სრულ ტესტირებაზე კონსპექტის წაკითხვა
=== 4 დღე, პრაქტიკული ტესტირების წარმოება ===
23. ტესტ-კეისების, სატესტო სცენარიების, ჩეკ-ლისტების და ტესტ-სუიტების(Test Suite) მიმოხილვა
- ტესტირების ზოგადი გეგმის აგებულება(ავტორიზაციის ფორმის მაგალითზე)
- შესაბამისი ნიმუშები და შაბლონები
24. Bug report -ის შედგენა, დოკუმენტაცია
25. პრაქტიკული სამუშაო: მომხმარებლის კაბინეტის გატესტვა
26. პრაქტიკული სამუშაო: საიტის ელემენტების გატესტვა
27. ტესტერის თვისებები და რჩევები განვითარებისათვის(კონსპექტი)
- დავალება: Manual ტესტირებაზე კონსპექტის წაკითხვა
=== 5 დღე, ტესტირების ინსტრუმენტები ===
28. მენეჯმენტი Trello სისტემაში (კონსპექტი)
29. მენეჯმენტი Jira სისტემაში (კონსპექტი)
30. მენეჯმენტი Asana სისტემაში (კონსპექტი)
31. პროგრამა Figma მიმოხილვა (კონსპექტი)
32. ინსტრუმენტ Dev Tools მიმოხილვა (კონსპექტი)
33. მანუალ ტესტერის მოვალეობები(კონსპექტი)
- დავალება: HTML სახელმძღვანელოს წაკითხვა
II ნაწილი, ტესტირების ტერმინოლოგია და მეთოდოლოგიები
=== 6 დღე, ტესტირების ტერმინოლოგია და მეთოდები ===
34. ტესტირების 7 პრინციპი
35. რა არის ვერიფიკაცია და ვალიდაცია
36. რა არის სტატიკური და დინამიური ტესტირება
37. ტესტირების დონეები(Unit, Integration, System, Acceptance)
38. test data როგორ ხდება მისი შექმნა და შეგროვება
39. State Transition Technique მდგომარეობის გადასვლის ტექნიკა
40. RTM (Requirements Traceability Matrix) შესაბამისობის მატრიცა
41. Test plan სატესტო გეგმის შედგენა
42. Test strategy ტესტ-სტრატეგია
43. Test Design ტესტ-დიზაინი
- დავალება: Git, HTTP კონსპექტების წაკითხვა
=== 7 დღე, ტესტირების ტერმინოლოგია და მეთოდები ===
44. black box ტესტირების მეთოდები
45. white box ტესტირების მეთოდები
46. Alfa-test ტესტირება
47. Beta-test ტესტირება
48. Smoke ტესტირება
49. Sanity ტესტირება
50. Regression ტესტირება
51. Re-test ტესტირება
52. End-to-end სრული ტესტირება
53. Monkey Testing შემთხვევითი ტესტირება
54. Experience-based Testing (Exploratory Testing) ტესტირება
55. Checklist-based Testing ჩეკ-ლისტებზე დაფუძნებული ტესტირება
- დავალება: ტესტირების მეთოდოლოგიების კონსპექტების გადამეორება
=== 8 დღე, ტესტირების ტერმინოლოგია და მეთოდები ===
56. დესტრუქციული და სტრესს ტესტირება
57. ფუნქციონალური ტესტირება
58. უსაბილიტი და ინტერფეისის ტესტირება
59. წარმადობაზე და უსაფრთხოებაზე ტესტირება
60. ინსტალაცია/განახლება/აღდგენაზე ტესტირება
61. ლოკალიზაციის ტესტირება
- ადგილობრივი დრო, ენა, ტექსტების ზომა, თარგმნა, კულტურა
- კოდები, ერთეულები, კანონმდებლობა, განსხვავებები
62. დოკუმენტაციის ტესტირება
63. ტესტირების შაბლონები
64. ISTQB სტანდარტები
=== 9 დღე, ტესტირების ინსტრუმენტები ===
65. HTTP მეთოდები(კონსპექტი)
66. ვერსიის კონტროლის სისტემები GIT(კონსპექტი)
67. BrowserStack -ის გარჩევა და გამოყენება
68. კროსბრაუზერული და რესპონსივ ტესტირება
69. განცხადების შევსების გვერდის ტესტირება
=== 10 დღე, საიტების ტესტირება და ინსტრუმენტები ===
70. საიტებისა სრული ტესტირება (კონსპექტი)
71. საიტების ტესტირების ონლაინ ინსტრუმენტები(ზოგადი კონსპექტი)
72. მობილური აპლიკაციის ტესტირება(კონსპექტი)
73. ადმინ-პანელის ფუნქციური ტესტირება
- დავალება: HTML სახელმძღვანელოს წაკითხვა
- დავალება: CSS სახელმძღვანელოს წაკითხვა
- დავალება: JS ჯავასკრიპტის სახელმძღვანელოს წაკითხვა
- დავალება: SQL ბაზებზე კონსპექტის და სახელმძღვანელოს წაკითხვა
III ნაწილი, საიტების შემუშავება, Manual ტესტირება
=== 11 დღე, საიტების შემუშავება, ანალიტიკა ===
74. საიტის მუშაობის პრინციპები
75. საიტების კლასიფიკაცია (კონსპექტი)
76. საიტების შემუშავება, ანალიტიკა (კონსპექტი)
77. საიტების ტექნიკური დავალება (კონსპექტი)
78. საიტების შედგენის ნიმუში
=== 12 დღე, საიტების დიზაინი, UX/UI ინტერფეისი ===
79. საიტების სტრუქტურა და სტილები (კონსპექტი)
80. საიტების დიზაინი და ინტერფეისი (კონსპექტი)
81. ლენდინგ საიტის პრინციპები (კონსპექტი)
82. რესპონსივის ტესტირება
83. UI/UX ტესტირება
=== 13 დღე, მარკაპის პრინციპები ===
84. HTML სახელმძღვანელოს ზოგადი მიმოხილვა
85. CSS სახელმძღვანელოს ზოგადი მიმოხილვა
86. მარკაპის პრინციპები, SEO(2 კონსპექტი)
87. საიტის კოდის განხილვა
=== 14 დღე, ბაზები და პროგრამირება ===
88. SQL ბაზების სახელმძღვანელოს ზოგადი მიმოხილვა(+კონსპექტი)
89. JS პროგრამირების სახელმძღვანელოს ზოგადი მიმოხილვა
90. საიტის კოდში სკრიპტების განხილვა
- საიტის ფუნქციური ელემენტების ნიმუშები
=== 15 დღე, გადამეორება, კითხვებზე პასუხები ===
91. Manual ტესტირების კონსპექტის გადამეორება
92. ტესტირების მეთოდოლოგიების კონსპექტის გადამეორება
93. საიტების სრული ტესტირების კონსპექტის გადამეორება
94. სასწავლო მასალების გადახედვა
95. კითხვები და პასუხები
- დავალება თვითშეფასებისათვის: რეგისტრაციის ველის დეტალური გეგმის გაწერა.
- დავალება: სასწავლო მასალებზე მუშაობა
- დავალება: ყველა კონსპექტის გადამეორება
დამატებითი საკითხები
=== რეკომენდირებული საკითხები, რომლებიც განვითარებისთვის არის საჭირო ===
- მენეჯმენტი Selenium სისტემაში
- Jmeter-ის გამოყენება
- Postman-ის გამოყენება
- Cypress-ის გამოყენება
- Swagger-ის გამოყენება
- ავტომატური ტესტირების საფუძვლები
- Test run ავტომატური სკრიპტის გაშვება
- Play store / App store გაიდლაინები
- I SLICED UP FUN მნემონიკა
- Android Studio გამოყენება
- API ტესტირება და საჭირო ინსტრუმენტები(Tools)
- Responsively App -ის მიმოხილვა