J
b
საიტით სარგებლობის წესები

     საიტის წესები, ზოგადი ინფორმაცია

  • საიტის დანიშნულებაა უფასო განცხადებების განთავსება. განცხადებების ნახვა შეუძლია ყველას, ხოლო განთავსება და შეძენა მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს. რეგისტრაცია შესაძლებელია მეილითა და პაროლით.
  • რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების ან არასწორი მონაცემების მითითება.
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
  • საიტი არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ნებისმიერ განცხადებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ განცხადების ავტორი.
  • საიტი არ არის მომხმარებლებს შორის შეთანხმების თანამონაწილე, საიტი მხოლოდ ეხმარება განცხადების ავტორსა და მომხმარებელს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
  • განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს აღებული პასუხისმგებლობა განცხადებაში მითითებულ ინფორმაციაზე.
  • საიტით სარგებლობისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება Cookie ჩანაწერების გამოყენებას.
  • საიტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს მომხმარებელთა პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე.
 

საიტის გამოყენების პირობები და წესები.

  • საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია განცხადების განთავსება როგორც კერძო, ასევე კომპანიის სახელით.
  • საიტზე ნებისმიერს შეუძლია განათავსოს განცხადება, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ეთიკურ ნორმებს. განცხადების შინაარსი უნდა იყოს სწორედ და გასაგებად გადმოცემული. განცხადება არ უნდა იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
  • განცხადება შეიძლება შეიცავდეს გასაყიდ პროდუქტს, რაიმე ღონისძიების ანონსს, ფასიან ან უფასო კურსს, ტრენინგს ან სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას. ყოველი განცხადება განიხილება ადმინისტრაციის მიერ და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია მოხდეს განცხადების წაშლა ან მომხმარებლის დაბლოკვა.
  • განცხადების შინაარსზე, პირობებზე, კანონიერებაზე, ასევე კურსის შეძენაზე და გადახდის დეტალებზე პასუხისმგებლობა აკისრიათ განცხადების ავტორებს. ფინანსური თუ ნებისმიერი საკითხების გარკვევა უნდა მოხდეს განცხადების ავტორსა და მომხმარებელს შორის.
  • საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს წაშალოს ნებისმიერი განცხადება ან დაბლოკოს მისი ავტორი, თუ ჩათვლის რომ ის არ შეესაბამება საიტის მოთხოვნილებებს ან არღვევს საიტის წესებსა თუ ეთიკის ნორმებს.
  • საიტი არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
  • თუ მომხმარებელს აქვს რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, მან უნდა წარადგინოს თავისი პრეტენზიები უშუალოდ იმ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზიები.
  • საიტი ახორციელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებელთათვის მომსახურების გასაწევად.
  • საიტზე დასაშვებია მხოლოდ კურსებთან დაკავშირებული სარეკლამო შინაარსის პოსტების დადება და გარე ლინკების მითითება.
  • საიტზე არსებულ ნებისმიერ ექსკლუზიურ ინფორმაციაზე საავტორო უფლება ეკუთვნის ამავე საიტს და მათი გავრცელების უფლება საიტთან შეთანხმების გარეშე არავის აქვს.
  • საიტზე განცხადებების განთავსება ხდება მაქსიმუმ 3 თვის ვადით, ვადის ამოწურვის შემდეგ განცხადება შეიძლება წაიშალოს ადმინისტრატორის მიერ.  გაუგებარი საკითხების გასარკვევად მოგვწერეთ საიტის მეილზე site@yahoo.com ან დაგვიკავშირდით    საიტის ფეისბუქის გვერდზე
  • საიტზე არსებული პროგრამული გაუმართაობის შედეგად მომხდარ დარღვევებს საიტის ადმინისტრაცია განიხილავს მაქსიმალურად მოკლე ვადებში და კანონმდებლობის შესაბამისად. თუ პროგრამული გაუმართაობის შედეგად მოხდა საიტისთვის ზედმეტი ან არასწორი თანხის ჩარიცხვა, საიტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად მოკლე დროში დააბრუნებს ზედმეტად გადახდილ თანხებს.
  • საიტზე ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია ხორციელდება ბანკის აპლიკაციის მეშვეობით, საიტს არ მიუწვდება ხელი მომხმარებელთა ფინანსურ ან საბანკო მონაცემებზე.

საიტზე ფასიანი განცხადების(კურსის) განთავსება(ფუნქციონალი მზადების პროცესშია)

  • ვინ უნდა დააბრუნოს პროდუქტზე გადახდილი თანხა?  გადახდილ თანხებზე პასუხისმგებელია განცხადების ავტორი.
  • როგორ უნდა დარეგისტრირდეს კომპანია? ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საიტზე შექმნას პროფილი კომპანიის სახელით.
  • შეიძლება თუ არა საიტზე სარეკლამო პოსტების დადება? საიტი არ ზღუდავს არანაირ პოსტებს, რომლებიც დაკავშირებულია სასწავლო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან.
  • ჭირდება თუ არა პოსტის დადებას დადასტურება?   მომხმარებლები, რომლებიც გადამოწმებული არიან, დადასტურების გარეშე დადებენ პოსტებს.